ბარეთის საჯარო სკოლას ჰქონდა გასვლითი ღონისძიება სამების
საჯარო სკოლაში, სახელწოდებით „გაუზიარე გამოცდილება
თანატოლებს“ . ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინეზა
კორძაია.
ღონისძიების ფარგლებში ბარეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებმა თანატოლებს სამების საჯარო სკოლიდან ჩაუტარეს ტრენინგ–სემინარი თემებზე:
1) ბავშვების უფლება–მოვალეობები;
2) გენდერული თანასწორობა;
3) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და სხვა აქტუალური თემები.
მასპინძელი სკოლის მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობაში
აქტიურად იყვნენ ჩართული.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სხვადასხვა თემის მოსწავლეების დაახლოებას და გამოცდილების გაზიარებას.
No comments:
Post a Comment