Monday 10 December 2012

კლუბ "აისის" პროექტი "დავასუფთაოთ ფერისცვალების ეკლესია"


ქ.წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა "აისი" განახორციელა პროექტი "დავასუფთაოთ ფერისცვალების ეკლესია", რომლის მიზანი იყო აღნიშნული სამლოცველოს დალაგება-დასუფთავება. ფერისცვალების ეკლესიაში ამჟამად არ აღევლინება წირვა-ლოცვა. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სამოქალაქო კლუბ "აისის" წევრი მეათე კლასელები. მათ დაალაგეს სამლოცველო და დაასუფთავეს ეკლესიის ეზო.
სურათები შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე http://kakhiani.blogspot.com/

Tuesday 30 October 2012

სოფ.ოზნის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფი

"სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში სოფ.ოზნის საჯარო სკოლაში პედაგოგ ასლი ბადასიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განახორციელა რამოდენიმე აქტივობა.
  • ივლისში სოფლის სტადიონის მშენებლობაზე ოზნის სკოლის 10 მოსწავლე მოხალისეობრივად 5-6 საათს მუშაობდა, არდადეგების დასრულების შემდეგ, სწავლის პერიოდში კი მხოლოდ შაბათ-კვირას.
  • 28 სექტემბერს სკოლის მნესა და დარაჯს საინიციატივო ჯგუფის 15 წევრი დაეხმარა სკოლის ეზოდან შეშის საწყობში შეტანაზე. ამავე დღეს მოეწყო  სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია, რომელშიც 10 მოსწავლე და პედაგოგი ასლი ბადასიანი მონაწილეობდნენ.
  • ოქტომბერში პედაგოგი და 4 მოსწავლე კარტოფილის მოსავლის აღებაში დაეხმარნენ თემის მოხუცებულ წევრს.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აპირებენ კლუბის შექმნას და პროგრამაში უფრო აქტიურად ჩართვას.

Friday 5 October 2012

სიუჟეტი წალკაზე

16 ივნისს წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "აისი" წევრებმა ინტერვიუები აიღეს  წალკის მოსახლეობისგან და მოამზადეს სიუჟეტი წალკის შესახებ.



Sunday 23 September 2012

მცირე გრანტების კონკურსის პრეზენტაცია წალკაში


16 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქამ - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ წალკის #1 სკოლაში ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით,  რომლის დედლაინი 8 ოქტომბერსაა. შეხვედრას ესწრებოდა პროგრამაში ჩართული წალკის მუნიციპალიტეტის 8 სკოლის (წალკის #1, თრიალეთი, ბარეთი, ნარდევანი, ხაჩკოვი, ოზნი, აშკალა, კიზილ-ქილისი)  40 წარმომადგენელი, მათ შორის  4 დირექტორი, 9 პედაგოგი და მოსწავლეები.
შეხვედრის მონაწილენი გაეცნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმდინარეობას და მცირე გრანტების შეტანის პირობებსა და წესებს, თუ როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია და რა სახის დოკუმენტაცია ესაჭიროებათ მათ ამისთვის.
ასევე წალკის #1 საჯარო სკოლას გადაეცა საკანცელარიო ნივთები 15 სექტემბერს ჩატარებული სამოქალაქო აქტივობაში ჩართვისთვის: „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“.
დამსწრე სკოლის წარმომადგენლები დიდი ინტერესით შეხვდნენ მორიგ საგრანტო კონკურსს და  ყველა იმ დაგეგმილ აქტივობებს, რაც სიქამ ამ პროგრამის ფარგლებში წარუდგინა.