Sunday 23 September 2012

მცირე გრანტების კონკურსის პრეზენტაცია წალკაში


16 სექტემბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქამ - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ წალკის #1 სკოლაში ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა მცირე გრანტების კონკურსთან დაკავშირებით,  რომლის დედლაინი 8 ოქტომბერსაა. შეხვედრას ესწრებოდა პროგრამაში ჩართული წალკის მუნიციპალიტეტის 8 სკოლის (წალკის #1, თრიალეთი, ბარეთი, ნარდევანი, ხაჩკოვი, ოზნი, აშკალა, კიზილ-ქილისი)  40 წარმომადგენელი, მათ შორის  4 დირექტორი, 9 პედაგოგი და მოსწავლეები.
შეხვედრის მონაწილენი გაეცნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის მიმდინარეობას და მცირე გრანტების შეტანის პირობებსა და წესებს, თუ როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია და რა სახის დოკუმენტაცია ესაჭიროებათ მათ ამისთვის.
ასევე წალკის #1 საჯარო სკოლას გადაეცა საკანცელარიო ნივთები 15 სექტემბერს ჩატარებული სამოქალაქო აქტივობაში ჩართვისთვის: „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“.
დამსწრე სკოლის წარმომადგენლები დიდი ინტერესით შეხვდნენ მორიგ საგრანტო კონკურსს და  ყველა იმ დაგეგმილ აქტივობებს, რაც სიქამ ამ პროგრამის ფარგლებში წარუდგინა.