Friday 7 February 2014

სამოქალაქო კლუბის „აისის“ წევრები ქ.წალკის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდნენ

6 თებერვალს წალკის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები .წალკის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს  ფრიდონ გვარლიანს შეხვდნენ.
კლუბის წევრებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს  ფორუმის ფარგლებში შემუშავებული პროექტი, რომელიც წალკის რაიონის ნაგავსაყრელის დასუფთავებასა და შემოღობვ ითვალისწინებს.
სამსახურის უფროსსმა კიდევ ერთხელ დაფიქსირა პოზიცია, რომ მზად არიან დაეხმარონ კლუბს და პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ამავე შეხვედრაზე  მუნიციპალიტეტმა მოსწავლეები კომპანიასთან დააკავშრა, რომელიც მათ პარტნიორობას გაუწევთ და რომელიც უშუალოდ შეასრულებს ნაგასაყრელის მოწესრიგების სამუშაოებს.
კლუბი დაუკავშირდა "მყარი ნარჩენების მართვის კომპანი"  ხელმძღვანელს გოჩა გელაშვილს, რომელმაც  კლუბის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტის განხორციელებაში.
ნაგავსაყრელზე სამუშაოების დაწყება  ხელსაყრელი ამინდების დადგომისთანავე, მაისის თვეში დაიგეგმა.

კლუბის წევრები კომპანიასთან ერთად  აქტიურად არიან  ჩართულნი სამუშაოების დაგეგმვის პროცესში.

Wednesday 8 January 2014

წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებმა ფორუმზე შემუშავებულ პროექტზე მუშაობა დაიწყეს

 6 დეკემბერს    წალკის  N1   საჯარო   სკოლის  სამოქალაქო  კლუბის  „აისის“        წევრები შეხვდნენ  ქ.წალკის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მოადგილეს  ბ-ნ  ირაკლი გიგინეიშვილს და პროექტის   „Clean-up Georgia-დავასუფთაოთ   საქართველოს“  ქვემო  ქართლის   კოორდინატორს  ბ-ნ     ზვიად  ხაფავას.   
    შეხვედრის მთავარი თემა წალკისა და თრიალეთის გზაზე არსებული ნაგავსაყრელი იყო, რომელიც არც შემოღობილია და შესაბამისად არც დაცული, ქარიან ამინდში ნარჩენი მიმდებარე ტერიტორიაზე იფანტება.

სწორედ ამ პრობლემის მოგავრებაზე იმუშავეს  წალკის  N1   საჯარო   სკოლის  სამოქალაქო  კლუბის  „აისის“,  თრიალეთის  საჯარო   სკოლის   სამოქალაქო   კლუბის  „ჩირაღდანისა“   და  ბარეთის   საჯარო   სკოლის  სამოქალაქო   კლუბის   „ჩვენის“  წევრებმა  მოსწავლეთა ახალგაზრდული  ფორუმის ფარგლებში.
შემუშავებული პროექტი, რომელიც ნაგავსაყრელის შემოღობვასა და ნარჩენებისთვის მიწის ამოთხრას ითავლისწინებს, კლუბის წევრებმა ირაკლი გიგინეიშვილს გააცნეს. 
 თვითმმართველობის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ  ახალგაზრდების ინიციატივას  და  გადაწყდა, რომ მაისის თვეში დასუფთავდება  ტერიტორია და   შესაბამისი კონტეინერები  განთავსდება.

 „საქართველოს   მწვანეთა   მოძრაობის“  წარმომადგენელი ზვიად ხაფავამ კი კლუბებს  მხარდაჭერა გამოუცხადა  და პროექტის განხორციელებაში დახმარებას დაჰპირდა.
პროექტის განხორციელების შემდეგ წალკის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოგვარდება.